თუ იმერეთში სინათლით სავსე გინახავთ ჩვენი პატარა თემი და უსინათლო ვაჟკაცი გახსოვთ - მშობელი მამა ის იყო ჩემი.
და თვალში მოხვდა რჯულძაღლის ცელი, და მერე ჩამქრალ თვალების სევდით ოდაში იჯდა თხუთმეტი წელი.
გამოჩნდებოდა ჩალისფერ ჩოხით და სიცოცხლის და სიკვდილის შუა გზას მიიკვლევდა ბამბუკის ჯოხით.
არ დაუნახავს - გამხმარი ძვალი და მოკვდა ისე, რომ ტკბილზე ტკბილიც არ დაუნახავს ქვეყანა თვალით;
ლურჯი ველების, ლურჯი ქედების... მე კი, მე იმ დროს რა მეშველება, ორივე თვალში რომ ვიხედები. |
ლექსები მამაზე • • • ![]() |