კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 16:54

 

 

 

ერთი ფიქრი დღე და ღამე

არ ასვენებს ამ ჩვენს ლევანს:

- შენ და მამას ნაადრევად

თმაში თეთრი რად გერევათ?

- უცნაური ბიჭი მყავხარ, -

მოღიმარი ამბობს დედა, -

შენ იზრდები, ჩემო კარგო,

ჩვენ ვბერდებით, როგორც ხედავ.

- არა, არა, აბა, გუშინ

რატომ მითხრა მამამ ასე:

- იმდენი თმა გვითეთრდება,

რამდენჯერაც გაგვაბრაზებ!

- მართალია, სწორი უთქვამს. . .

- თუ ასეა, ჩემო დედი,

ეტყობა, რომ ჩვენს ბებიკოს

შენ ძალიან აბრაზებდი.


ლექსები მამაზე  • • •   პოეზია - გივი ჭიჭინაძე  • • •   გივი ჭიჭინაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ