კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 20:57

 

 

 

დრო თავისი გზით წავიდა ისევ,

დატოვა ხსოვნა დღისა და ღამის...

მეც გავიზარდე და მერე ვიგრძენ

შეშფოთებული თვალები მამის.


ასე შფოთავენ წყვდიადში ტბები,

ქარიშხალი რომ უნახავთ ბევრი.

ასე ცახცახებს ფრინველთა ფრთები,

ძლივს რომ გააპო წვიმების ტევრი.


მეც ამ შფოთვით და ცახცახით ვცხოვრობ,

თუმცა, ჯერ თითქოს არავინ მერჩის:

ეს - ალუბლების ჩრდილია მხოლოდ,

ეს - გაზაფხული ჩურჩულებს ბნელში...

 

ლექსები მამაზე  • • •   პოეზია - ოთარ ჭილაძე  • • •   ოთარ ჭილაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ