კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 28 აპრილი 2025 17:47

 

 

 

ყველას გვაქვს ამ ცის ვალი და ვახში, 

სვლა მთვარის გზებით ცუდად ამიხდა...

დავბრუნდი ერთხელ ჩემს ბებერ სახლში 

და მამაჩემი შინ არ დამიხვდა.


ჩამოენგრია უცხო ხელს ღობე, 

თითქოს ჭინჭარმა მკერდზე დამსუსხა, 

ბევრი ვეძახე შორს წასულ მშობელს, 

მაგრამ არავინ არ მიპასუხა.


არ შემრჩენოდა ტირილის ძალა, 

ვუმზერდი ჩუმი ვაებით მდნარი, - 

ღობეზე მამის გაცრეცილ ხალათს

ქვითინით როგორ ფლეთავდა ქარი.

 

ლექსები მამაზე  • • •  პოეზია - მანანა ჩიტიშვილი  • • •   მანანა ჩიტიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ