კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 21:05

 

 

 

როცა ტოლები ვახსენებთ მამებს, 

ცა გამეხსნება მაშინ...

ვერავინ მეტყვის მე ისეთ რამეს, 

ცრემლი მომადგეს თვალში...


ცრემლი მომადგეს, თავი დავხარო 

სინანულით და წყენით... 

ო, როგორ მინდა კრძალვით გახარო, 

"მუდამ ვამაყობ შენით"...


ტრიალებს ქვეყნის მაშველთაგანი 

და არ გაშინებს დაღლა.. 

მეამაყები მხოლოდ ამგვარი, 

როგორიცა ხარ ახლა...


ვიცი, ხანდახან გიმძიმს ძალიან, 

ამოიხვნეშებ წამით... 

იქნებ ეს ზოგჯერ ჩემი ბრალია 

და მაპატიე, მამი...


დედას რომ უფრო ვეალერსები, 

გაჯავრებული ნუ ხარ.. 

არ იწერება თქვენზე ლექსები 

და მე ამაზე ვწუხვარ...


ნელინელ მიაქვთ წლები, მზის წლები 

ჩვენზე ზრუნვას და ამაგს,

მიყვარხარ, დედის გულს გეფიცები, 

ჩემო კეთილო მამავ...

 

ლექსები მამაზე  • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ