ის იყო ჩვენი ხშირი სტუმარი, ის მოდიოდა ყოველთვის გვიან, გაიღვიძებდა ჭიშკრის ურდული, ეზოში ძაღლი იწყებდა წრიალს.
დაიძინებდა ისევ ურდული, ამოჰყვებოდა მოსული კიბეს, მოაცილებდა ჩრდილი ქურდივით,
შემოვიდოდა ოთახში წყნარად და გატყდებოდა სახლის დუმილი დედის ნაჩუქარ ლამბაქის დარად.
ვხედავდი ბაღნარს: წითლად შეღებილს... გამაღვიძებდა ადრიან დილით მისი უხეში წვერის შეხება...
არ შემოსულა ოთახში წყნარად, არ გატეხილა სახლის დუმილი დედის ნაჩუქარ ლამბაქის დარად.
მისი ჩრდილი და წვერი უხეში, დუმდა ურდული, ძაღლი ჩვარივით მიგდებულიყო სადღაც კუთხეში.
აი - შემოვა ოთახში წყნარად, აი - გატყდება სახლის დუმილი დედის ნაჩუქარ ლამბაქის დარად. |
ლექსები მამაზე • • • • • • ვახტანგ ჯავახაძის პოეზია |