ზეცა აფარებს მიწას თეთრ საბანს ფიფქებით ქათქათა პერანგებს ქსოვს, თოვლი ბილიკებს ცოდვისგან დაბანს სულშიც კი ბარდნის! ო, როგორ თოვს! პირველი ფიფქი, რომ დაათოვს მზე სირცხვილისგან შეიცვლის იერს სულშიც კი ბარდნის! ო, როგორ თოვს! როგორ ნატიფად არხევენ რტოს ო, როგორ მინდა კვლავ ჩემი გერქვას სულშიც კი ბარდნის! ო, როგორ თოვს! დამზრალი გული სიყვარულს მთხოვს, სხეულს კი ათბობს შენზე ფიქრები სულშიც კი ბარდნის! ო, როგორ თოვს! მე, რომ ჩაგაცვა თუ მეტყვი ხოს? ფიფქებს ვუყვები მე შენზე ამბებს სულშიც კი ბარდნის! ო, როგორ თოვს! შენი სულივით ამ სპეტაკ თოვლს, ცხოვრებამ ჩაჭრა ჩემი რელსები სულშიც კი ბარდნის! ო, როგორ თოვს! გული კი შენს თავს არავის თმობს გადაწყდა! დღესვე შენთან ვიქნები სულშიც კი ბარდნის! ო, როგორ თოვს! ფიფქებად მოვალ შენ, რომ დაგათოვს და შენც მაშინვე შეგიყვარდები, ჩემი სურნელი ისე დაგათრობს. დამზრალ ბაგეზე დავდნები მყისვე და ყოველ ზამთარს მოგირთავ ქუჩებს, რომ შეგახსენო მიყვარხარ ისევ… |