ნეტა, მთაწმინდაზე ამიყვანა, გავხედო დედაქალაქს მთაწმინდიდან... თოვს და ჰაერივით ეს ქვეყანაც თითქოს ცოდვებისგან გაიწმინდა. ყველა უბანი და ყველა ქუჩა... თოვლით მოზეიმე საღამოს ცამ ლამის სატკივარიც გააყუჩა. შენც ვერ მოგვაცილებ, ნატვრისთვალო... მინდა, თოვლში ვიდგე, თოვლში, ახლა, მინდა, ფანტელები დავითვალო... ფანტელს მონატრების დარდიც მიაქვს... ახლა ადვილია პატიება, ახლა შეყვარებაც ადვილია... თოვლის მკლავებში რო გაირინდა... ნეტა, მთაწმინდაზე ამიყვანა, გავხედო დედაქალაქს მთაწმინდიდან... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |