თავდავიწყებით მღეროდა თოვლი, მთელ ღამეს თრთოდა ექო სიმღერის, უსპეტაკესმა სითეთრემ ყოვლის კვლავ დაუბრუნა ქალაქს იერი.
მეც მივატოვე სისუსტე კაცთა და მავიწყდება ის, რასაც ჰქვია აუხდენელი სურვილის განცდა...
გამყუჩებელი ტკივილი ყოვლის და მთელი ღამე მყუდრო ქუჩებში თავდავიწყებით მღეროდა თოვლი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ავთანდილ გაფრინდაშვილის პოეზია |