კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 24 აპრილი 2025 16:22

 

 

 

შავი ზღვის ქარმა ახვეტა

დაბალი ღრუბლის ზვირთები.

მოწმენდილ ზეცას ახედავ,

თუ ნაპირს დააკვირდები,


ყველგან სიჩუმე გამეფდა,

შენელდა ტალღის ტაშები,

და სანაპიროს სკამებთან

მწკრივად მიდიან ბავშვები.


ლამაზად ჩამოსხდებიან…

ჰაერიც ელავს გამთბარი,

შორს უკვე თეთრი მთებია,

მთებში მოსულა ზამთარი.


ზღვისა და მთების ჰაერით

დამტკბარა ჩვენი მთა ბარი,

და ბავშვებს მრავალნაირი

მოაგონდებათ ზღაპარი.


არ კაკანებენ კაკბები,

მელაც თვლემს დიდი ხანია,

უკანასკნელი საკვები

სოროში შეუტანია.


ზის და დუმს რუხი კურდღელი,

როგორც უძლურის წესია;

ჯიხვებს კი შავი შურთხები

თივას და ბალახს ესვრიან.


რა დიდი მანძილებია,

რა უნაპირო ველები;

მთაში დათვს დაძინებია

თავის პატარა ბელებით.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პაოლო იაშვილი  • • •   პაოლო იაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ