ცივა, სხეული გამომეფიტა, მალე ყინულად გარდავიქმნები, ისე დავეცი ლურჯ თვალებიდან მცვივა და მცვივა თეთრი ფიფქები.
მაგრამ, როდესაც მთვარე იღვიძებს, შიშისგან ვკვნესი ყველა კარებთან, რომ არ მომტეხოს ფრთები სიცივემ.
და ვერ ვუპოვე ტკივილს სათავე, ახლა ბავშვებიც შეუბრალებლად უამრავ მარხილს გამომაბამენ.
და ჩამომამტვრევს მტევანს მარჯვენას; თითებს დავკიდებ, როგორც ლოლოებს, ბოლო იმედის გადასარჩენად.
ისე მომაყრის, როგორც კამათლებს, მოვა ბეღურა და შიშველ მკერდზე თავის პატარა ნისკარტს დამადებს... |
პოეზიის გვერდი • • • • • • სოსო ნადირაძის პოეზია |