დაათრობს მთვარე თოვლიან ალვებს ივლისისფერი ყინვის თასებით! სითეთრე შვენის მაღალ მწვერვალებს, ვით სასძლოს ფარჩა და ალმასები.
გულცივად ბრწყინავს ფარჩა ნათელი, ოჰ, ნეტავი არ შეირხეოდეს გადაზნექილი სიზმრების წელი!
ჩამოიშლება შუქის პირბადე და უცნობ ღამის შორ საკურთხეველს უნდა ვუხმობდე განთიადამდე.
მთა თეთრი, როგორც მაღალი რაში... და უჩვევ ნათელს ეალერსება ჩვეულ სიცივის მძინარებაში. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |