თოვს... თოვს... თოვს... მესამე დღე არის, თოვს! სუროზე მოფრინდნენ მშიერი შაშვები, ამინდი დაუდგა თოფს!
ბებია საწინდეს რთავს. შეხედე, შეხედე, რა დიდი თოვლია, რა კარგი ზამთარი გვაქვს!
ქრის... ქრის... ტოტები ემტვრევა ხეს. მხიარულ სოფელში გაჩაღდა სტუმრობა, სტუმრები გვეწვივნენ ჩვენც!
მაღლიდან ჩანჩქერი იღვრება რძის. ცრის... ცრის... ცრის ცა ფეხად ჩამოდის ძირს.
თოვს... თოვს... თეთრია მინდორი, მთა; გორაკზე ბავშვებმა წამოდგეს ბაბუა, რომელიც თეთრია მთლად.
აბოლებს, ხელს იქნევს თან. ჰო... ჰო... ჰო... რა დიდი ზამთარი გვაქვს! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გივი ძნელაძის პოეზია |