კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 09:19

 

 

 

თოვს... ქარბუქი ზეცას სწვდება,

ნამქრავს გზას თუ ბილიკს,

ხან მხეცივით აღმუვლდება,

ხან ბალღივით სტირის.


ხან სახურავს ფარღალალას

არბევს ზათქით, ზარით,

ხან სარკმელზე აკაკუნებს,

როგორც უცხო მგზავრი...


დგას ბებერი ჩვენი ქოხი,

ნაღვლიანი... ბნელი...

ძიძავ, რა ფიქრს წაუღიხარ,

ვის ნატრობ და ელი?


იქნებ ღმუილს უსმენ ქარის

და გიტირის გული?

თუ ბზრიალში თითისტარის

მოგერია რული?


მო, გამზრდელო, მოგონებებს

მივყვეთ ბინდში ზამთრის,

მომე თასი - შევსვათ ღვინო,

დამრთგუნველი დარდის.


მო, მიმღერე ძველებურად

ჰანგი ჩიტი-გვრიტის;

მო, მიმღერე - რომ ასული

კოკით წყალზე მიდის...


თოვს... ქარბუქი ზეცას სწვდება,

ნამქრავს გზას თუ ბილიკს,

ხან მხეცივით აღმუვლდება,

ხან ბალღივით სტირის...


მო, გამზრდელო, მოგონებებს

მივყვეთ ბინდში ზამთრის,

მომე თასი - უებარი

დამთრგუნველი დარდის...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ალექსანდრე პუშკინი  • • •   ალექსანდრე პუშკინის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ