რაც არ უნდა ჰყინავდეს, რაც არ უნდა თოვდეს, ლოლუები ბრწყინავდეს, თოვლის ბუქი გრგვინავდეს და მინდვრებში ჰქროდეს ჩაკარდება თოვლი, ჩათავდება თოვა, შორი გზების მოვლით, სულერთია, სულ ერთია, გაზაფხული მოვა!
მწვერვალები თეთრი, ისევ მოტრიალდება, ისევ მოგრიალდება გაზაფხულის ეტლი! ასე ფიქრობს მარცვალი, თვლემს თოვლიან ხნულში და ყაყაჩოს ლაშქარი ელანდება რულში. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |