კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 18 ოქტომბერი 2024 12:44

 

 

 

უარესი დრო

და ჟამი დგება,

მტერი ბუნების

სისხლითა ძღება.

ყინვა-ზრობისგან

ხე და ქვა სდგება.

გადალესილა

თოვლით მთა-ბარი.

თავზე გვექცევა

ყველას სახლ-კარი.

ყველაფერია

გამშრალ-გამხმარი.

არავის სწადის

გამოსვლა კარში;

ვარსკვლავებიც კი

იმალვის ცაში.

ვისაც სორო აქვს,

სოროში ძვრება,

და ვისაც არა,

სიცივით კვდება.

ეს დალოცვილი

ღმერთი რას შვრება?!

ჩიტი-ჩიორა

მხოლოდ არ სცხრება.

გალობს და გალობს

დაუცხრომელი,

კრიმანჭულებით

გაუძღომელი.

ერთი უყურეთ 

ცერის ტოლასა!

რა შეედრება

იმის ყოლასა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვაჟა- ფაველა  • • •   ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ