სახეში გვათოვს, მტერი არა ჩანს, სიკვდილის ნატვრა გამიხდა დარდად, ვდგევარ სხივებით, სველი ფარაჯა არაფერს მაძლევს, სიცივის გარდა.
სხვის ქვეყანაში თოვლი პირველი. ... მე ვხედავ თოვლზე დაყრილ ნაფოტებს. მეზობლის ბიჭი ამზადებს მარხილს. ბაღში ჩემი ძმა დაბერტყავს ტოტებს, თოვლის სიმძიმით მიწაზე დაყრილს.
ფანჯრის მახლობლად ჭყივის ბეღურა, ჩემს დაკარგვაზე დედა მწუხარებს, ცხოვრება მაინც ფეთქავს ძველებურად. და მამაჩემი, კარგი, კეთილი, შრომობს, ჩუმი და გულდაკეტილი.
მათრობდეს ბუხრის მახლობლად წოლა, მესმოდეს ყეფა მეზობლის ძაღლის და უნებურად მივლიდეს ჟრჟოლა.
ბეღურებსავით ვაგებდე ბინას, ან ვუცქეროდე: თოვლის ფიფქები როგორ ადნება ფანჯარის მინას.
მე კი ვერ ვიგრძნობ მშობლიურ სითბოს, იქ, ჩვენს ეზოში, ძაღლი ჯავრია ჯავრობს, ყმუის და ეს მე ვარ თითქოს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მირზა გელოვანის პოეზია |