მტკაველი რაა, ერთი მტკაველი, მტკაველიც არსად დაუტოვია - დაუთოვია ირგვლივ მთა-ველი, მთლად საქართველო დაუთოვია. წკრიალებს გული! ჭრიალებს თოვლი ბუხრებმა კვამლი ლაჟვარდს მოჰფინეს: ხარ-ირმებს ჰგვანან ბუხრები შორით, სერზე შემდგრებს და რქადატოტვილებს. და პირველ თოვლში პირველი ციგა პირველ გუნდებთან ბრძოლით მოცურავს. გამოდით გარეთ, გამოდით გარეთ, თოვლი მოსულა! თოვლი მოსულა! მტკაველი რაა, ერთი მტკაველი, მტკაველიც არსად დაუტოვია - დაუთოვია ირგვლივ მთა-ველი, მთლად საქართველო დაუთოვია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |