დაზამთრდა... თოვლი არც ისე მიკვირს და არც სიცივე - სისხლში რომ ატანს მე მეშინია ამ ატმის კვირტის - გაზაფხულზე რომ ვერ გახსნას მარტმა.
თოვლის ქვეშ წევს და უგონოდ სძინავს და გვირილათა გაყინულ ველის გამოღვიძება ვერ შესძლოს წვიმამ.
როგორ შევხვდები ზამთრის დასასრულს?! ვაი, თუ ისევ დავობდე სახლში, რომ ცეცხლთან მჯდომი დავხვდე გაზაფხულს.
არა თებერვლის ცივი ქარების, გავიღვიძო და აღარ ვეწამო, არ მომწყურდე და არ მეყვარები.
აღარ მიცდიდნენ ლეგა ნისლები, იქნებ სჯობია, აღარ გავთენდე, მოვკვდე და ნუღარ გარდავიცვლები.
ვიხილო შენი დაშლა ფერებად, ჩემს მერე შენთან მოვა სიკვდილი და მკერდზე ცივად მოგეფერება.
თოვლი არც ისე მიკვირს, არც ეს სიცივე - სისხლში რომ ატანს, მე მეშინია ამ ატმის კვირტის - გაზაფხულდეს და ვერ გახსნას მარტმა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |