თოვდა და მერე როგორ, ისე ბარდნიდა კარში ვით მოგონება ას წელს გადაცილებულ კაცში.
სულ მთლად დათოვა სახლი, გორაკებს მოახვია სპეტაკი ყაბალახი.
შემოათოვა ახორს, ასეთი დიდი თოვლი ჩემს სოფელს ჯერ არ ახსოვს.
უყვარდა მამა-პაპას, თმაშეფიფქული ბაბუ ცეცხლთან ყვებოდა ზღაპარს.
ტურფა და ტანად სარო, იმ გადამთიელ თათარს გაუტაცნია მარო.
მთების ჭაღარა ფაფარს, და ბუხრის პირას ბაბუ ისევ ყვებოდა ზღაპარს.
ოდები გადაბურა, ჩალაში ჩაწოლილი ძაღლი უყეფდა ტურას. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნოდარ დუმბაძის პოეზია |