კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 22 ოქტომბერი 2024 23:26

 

 

 

ქუჩებში თოვლის ქუდებით დადიან,

ფიფქი ხის ტოტებზე რჩება თუ ცვივა;

პატარა გოგონა გამოჰყავს ბებიას;

გოგონა გუნდაობს, ბებიას სცივა.


ვაჟები დგანან და ქალები ჩქარობენ,

თოვლს აყრის გამვლელებს ნაძვების მარაო,

კმარაო - აჩქარებს გოგონას ბებია;

გოგონა სიცილით პასუხობს - არაო.


თმის ვერცხლის კიბეებს აჰყვება თითებით,

მოიხსნის თავშალს და მოახვევს შვილიშვილს.

მე ვხედავ საოცარ სითბოს და სიყვარულს

ბებიას თვალებში, ბებიას ღიმილში.


ბებიას თოვლივით ქათქათა თმები აქვს.

ნაძვებიც ქათქათა საბნებით მორთულან.

და უკვირს პატარას, ბებიას თავშალქვეშ

რა თბილი, რა თბილი ზამთარი მოსულა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნოდარ დუმბაძე  • • •   ნოდარ დუმბაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ