კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 18 ოქტომბერი 2024 12:42

 

 

 

მეც ეგეთი ვარ, როგორც შენ,

ზამთარო, თეთრი, ჭაღარა.

როგორც შენ, ეგრევე მეცა

თოვლმა, ყინულმა დამფარა.


ზაფხულის დრონი წავიდნენ -

ჭექა-ქუხილის, წვიმისა.

გაყინულს გულში ჩამქრალა

ცეცხლი, აღარა ღვივისა.


ყველა მიფრთხება, მიმირბის,

რადგან ეშინისთ ყინვისა,

მნდომელი აღარვინაა

ჩემთან მოსვლის და ხილვისა.


მაგრამ რა გიჭირს, შენ მაინც

მალე ზაფხულად იქცევი,

მოხუცებული ძალზედა

ყმაწვილად გადაიქცევი.


ვერ მოვესწრობი მე მაგ დროს,

ღმერთს სხვა სწადიან ჩემთვისა.

ერთს წამში ამომაშხამებს,

რაც ვილაღობე დღემდისა.


ამ ჭირს, რაც ჭირი დღესა მჭირს,

სხვა უარესი ერთვისა.

ათასს ჭირს ველი უარესს,

განა მსხვერპლი ვარ ერთისა!

მიწაში მელის მგზავრობა,

მაძიებელსა ღმერთისა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვაჟა- ფაველა  • • •   ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ