ე, ბიჭო, თოვლი მოსულა, გარეთ გამოდი, გელაო; ციდან ფიფქები მოცვივა ბროლივით ქათქათელაო;
ქარი უბერავს ქვენაო, ჩიტები მიწას ეძებენ, შეუწყვეტიათ სტვენაო.
გადმოუგდია ენაო, რამ გაახარა ნეტავი ეს ჩვენი მურიკელაო.
გარეთ გამოდი, გელაო! თოვლია, მაგრამ რა თოვლი, - ბროლივით ქათქათელაო.
ჩვენი ბაბუას ხელაო, ბოხოხი გამოუტანე, შე ძილისგუდავ, შენაო! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გივი ძნელაძის პოეზია |