ცა ნაცრისფრად გაცრეცილა, თოვლი მოდის, თოვს... ენძელები ცვივა ციდან, თოვლი მოდის, თოვს... ფანტელ-ფანტელ, ფთილა-ფთილა თოვლი მოდის, თოვს... ხელისგულზე ნაზად, ფრთხილად ეცემა და თოვს... თვალებსა გვჭრის ზამთრის დილა, თოვლი მოდის, თოვს... თოვლის პაპა მოწყენილა, თოვლში თამაშს გვთხოვს... - აბა, გუნდა! - - აბა, ციგა! - ნუ დავკარგავთ დროს! - თოვლი მღერის, თოვლი ცეკვავს, თოვლი მოდის, თოვს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გივი ჭიჭინაძის პოეზია |