- აბა, ბიჭო, თოვლის გუნდა მაგრად აჰკარ, გასძარ მკლავი! არეული, დარეული... რა კარგია სანახავი!
ორივემ კი ერთმანეთსა! შენ, ეი, პეტრე, შენთვის იყავ, გაუფრთხილდი შენს გვერდებსა!
ვინც ბიჭია, დადგეს მარტო, იმედია თქვენი რაზმი ხალი ხელით გადავფანტო.
დადექ მაგრა, შე ბაქია! თუ ბოლს ზურგზე არ აგადენ, მაშ მე ბიჭი არა მქვია!
ერთი გუნდით დაგცემ ძირსა, რაც გმირი ხარ დაგანახვებ, დამიდექი პირი-პირსა!
აირია უცებ ეზო, იქ კუნტრუშით გარბის ვანო, აქეთ გდია ჩვენი რეზო.
გაუწითლდა ყველას ცხვირი და ერთმანეთს შეუსრულეს დანაქადი, დანაპირი!
სიცილი და ხარხარია; ყველას გმირად მოაქვს თავი, მხიარული ზამთარია! |
პოეზიის გვერდი • • • • • • იროდიონ ევდოშვილის პოეზია |