კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 01:47

 

 

 

ვხედავ, ვხედავ, დაგვიზამთრდა,

მომაგონდა მე ზამთარი,

მომაგონდა პაწიობა,

მომაგონდა მე სახლ-კარი.


მახსოვს, როცა ბალღი ვიყავ,

მიხაროდა თოვლის მოსვლა,

თოვლის გუნდის გაკეთება,

სროლა თავში, გორვა, მოსვრა.


შვილდ-ისარით შაშვსა ვდევდით,

ჩიტს ვუდგამდით კაკანათსა,

ლასტს ვუგებდით ბეღურაებს,

ვერ გვხედავდნენ მუხანათსა.


შევებმოდი მე ციგაში

და ზედ მიჯდა გოგიელა,

გადაბრუნდის ჩვენი ციგა,

კოტრიელა, კოტრიელა!..


ბიჭები თავს შევიყრიდით,

ვხტოდით, ვჭიდაობდით ყველა,

ხან ერთი ძირს, ხან - მეორე,

ჰერი, ბიჭო, კოტრიელა!..


დაღალულნი, გათოშილნი

მივდიოდით ღამე შინა,

მაგრამ ყინვამ და სიცივემ

ვერც ერთი ვერ შეგვაშინა...


მეორე დღეს ყინულზედა

ვცურაობდით ნელა-ნელა...

უკან კოპი, შუბლზე კოპი,

კოტრიელა, კოტრიელა!...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რაფიელ ერისთავი  • • •   რაფიელ ერისთავის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ