ამაღამ მოთოვს,
მთვლემარე ქედანს,
უთეთრეს სიზმრად
ექცევა ძილი
და საბძლის ნაცვლად,
დილით, დიდედას,
დახვდება თოვლის
ვეება ზვინი.
სარკმლის მინაზე
ყინვა და ჭირხლი,
ბუხართან ბაბუს
ტყუილ-მართალი...
ღამით დაიწყებს
და მერე, დიდხანს
გაბმულ სიმღერას
იტყვის ზამთარი.