მე მოვითხოვე ღვინო და ვსვამდი. ჯერ ცარიელი იყო დარბაზი და საცოდავად მოწყენილ ზამთარს სუსტი ხელები ეწყო რაფაზე.
მაინც ახშობდა ორთქმავლის კივილს). დარბაზში იდგა ნახერხის სუნი და ღვინო იყო ზედმეტად ცივი.
არც ის ვიცოდი რამდეს დავლევდი. გარეთ კი თოვდა და თითო-თითოდ შემოდიოდნენ სველი მგზავრები.
წვიანს და თუთუნს (დუმილს და სითბოს). რაღაცას უცნობს და მოულოდნელს, ელოდებოდნენ ყველანი თითქოს.
თუმცა საკმაოდ ბევრი დავლიე. და დათოვლილი ლიანდაგები გავდენ საწოლებს, ცივს და ცარიელს.
ჩემი სურვილით თუ ღვინის ნებით. გარეთ კი თოვდა და თითო-თითოდ მავიწყდებოდნენ განვლილი წლები
ვერც ჩვენ სახელებს ვერ ვიხსენებდი, მაგრამ ზამთარი იყო კეთილი და მაფხიზლებდა სველი ხელებით... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ოთარ ჭილაძის პოეზია |