ისევ დამარცხდა, დაცხრა ზამთარი... დაკონკილ დროშას მიითრევს, მიდის... და ბევრი მწარე დღის გადამტანი, გალუმპულ ტოტზე ფრთხიალებს ჩიტი.
მომნიჭებელი ცის და ნუგეშის, განმტკიცებული და განწმენდილი ზამთრის სიმკაცრით და სიუხეშით.
რომ ჯადოსნური ფშვინვით და თრთოლვით კვლავ ჩაკლან ეჭვი, როგორც აქამდე ჩაუკლავთ არა ერთი და ორი.
და შეჩვეული დუმილს და ლოდინს, ფრთხილად მოცოცავს ოცნება გარეთ, ვით შინ გაზრდილი მცენარის ყლორტი.
ჩვენს შორის ისევ იდება ხიდი და ამიტომაც ზეიმობს ასე ეს ერთი სულის შებერვა ჩიტი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ოთარ ჭილაძის პოეზია |