უეცრად დიდი თოვლი მოვიდა, არც ჩვენ ველოდით და არც ბუნება და ყველაფერი თითქოს შეიპყრო შიშმა, ნაღველმა და შეცბუნებამ.
მეგონა ქრება მწვანის ხსენებაც, დღეს ქალაქიდან ხელფეხდამტვრეულ და მოკლულ ხეებს მიასვენებენ.
ხევში ზვავები წვანან მდუმარედ და იცოხნიან მთაში ჩაყლაპულ სახლებს, სხეულებს და სამდურავებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ფრიდონ ხალვაშის პოეზია |