თოვლში თბილისი უტურფესია, ყლორტზე ნაზია თოვლის ფიფქები, მთებზე ვარდები დამითესია, თუმცა მკრეფელი მე არ ვიქნები.
მე კი მგონია - ჰყვავის ტყემლები, ხევში გალობით გამთენებია და მთებს კვამლივით თავზე ვევლები.
შენი მშვენების გავხდი მოწამე. შენი ფიქრი და შენი საქმენი გულის სასწორზე ბევრჯერ ავწონე.
მწუხრით სავსეა ღვინის ჭიქები. თბილისის მთებზე დაუთოვია, თოვლს დაუფარავს ჩემი ფიქრები.
საგზლით ივსება გულის კალათი, შენი მშვენებით ბევრჯერ დავთვრები და ვერ მივაღწევ სახლის კარამდი.
მაინც თეთრია თოვლის ფიფქები. შენი ყელი ვარ, შენი საყვირი და შენი ფესვიც მალე ვიქნები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • სიმონ ჩიქოვანის პოეზია |