კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 19:19

 

 

 

ჩვენ რომ გვეძინა, იგი მოფრინდა,

სასიხარულო იანვრის გედი,

და ისევ ვნახე მე თოვლი წმინდა,

- უცხო სიამის წინამორბედი.


როგორ ანელებს სითეთრე გრძნობას...

ო, რა ნაზია ეს ნეტარება!

და ამ სიჩუმეს, და ამ სიმშვიდეს

თვითონ სიკვდილიც ვერ შეედრება.


ზამთრის შვენება მე შევითვისე,

საყვარელია ბუნების ძილი!

და ჩემი სული ფითრდება ისე,

როგორც სუმბული - ბინდის ყვავილი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვალერიან გაფრინდაშვილი  • • •   ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ