კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 08:39

 

 

 

 ჩემი და თეთრი თოვლის ქალია

 და უყვარს მარტო თოვლი და თოვა.

 იგი ლაჟვარდის ერთი თვალია

 და გაზაფხულზე ენძელად მოვა.


 მან იცის ჩემთვის სიმღერა ერთი,

 და რომ მიმღეროს, თურმე, რცხვენია,

 მან შეინახა ცრემლები ჩემთვის,

 მაგრამ არასდროს არ უცრემლია.


 ჩვენი ამბავი ულამაზესი

 ერთხელ ნიავმა თურმე გალექსა,

 დას ნიავივით სურდა ალერსი,

 მაგრამ შედრკა და არ მიალერსა.


 და განა მისთვის ვწუხდი ძალიან,

 და განა მუდამ იქნება თოვა?

 ჩემი და თეთრი თოვლის ქალია

 და გაზაფხულზე ენძელად მოვა.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე საჯაია  • • •   ალექსანდრე საჯაიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ