სარკმელში თეთრი გარიჟრაჟი, პირველი თოვლი. - შეხედე, თოვლი! სიხარულზე ვილაპარაკოთ! - ნახე, თოვლია! თავსასთუმალს თითქმის ეხება!
არა ის, რასაც მიწას მივცემთ, ცაში წავიტანთ, არამედ სევდის ნაფერთალი, ელდის ნამსხვრევი, რასაც ვღელავდით, ვუკრთებოდით, ვეკრთოლებოდით, ღიმილში ვრევდით, გაოცებულ სიტყვებს ვარქმევდით. - შეხედე, თოვლი! თავსასთუმალს თითქმის ეხება! |