კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 13:27

 

 

 

მინდა ზამთარი დავხატო

დიდი თოვლით და ბუხარით

და სასურველი გავხადო

ბუხართან ჯდომა მწუხარი.

სახით, რომელიც ვერ იტანს

ღია კარს, ყინვას, სიცივეს

და მიფიცხებულს ბუხართან

კატას ხელჯოხით იცილებს.

მინდა ზამთარი დავხატო

ღორის ლორით და "ხვანჭკარით“,

კარებთან აძიგძიგებულ

ძაღლის ყეფით და ჭაჭყანით.

დავხატო თბილი ლოგინი,

ბოლი რომ ასდის სარეცელს,

კაცი, რომელიც სიზმარში

დაკარგულ ზაფხულს დაეძებს.

თვითონ სიცივე დავხატო

და აბუზული სიცივით

თავჩაქინდრული ბავშვობა

აწითლებული სირცხვილით.

თუმც ბევრი რამე დავხატე,

კიდევ ბევრი რამ მწადია,

ზამთარში მოვკვდე ვოცნებობ,

რამდენი წელიწადია.

რამდენი წელიწადია

ჩემს თავს სარკეში ვუცინი,

იქედან მომჩერებია

კაცი თვალმარღი, გულცივი.

ვდგავარ სარკმელთან ფერმკვდარი,

ვუმზერ თოვლიან სამარხებს

და მეჩვენება შემკრთალი

შენს თბილ მზერაში დამმარხეს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ