ზამთარი სუნთქავს თოვლით და თოშით, უფერული და შორიდან მკრთალი, ჩანან სახლები, ჩაფლული თოვლში, ზედ მიბჯენილი ჩიტების კვალით. გალიბრულ ცაში მიბობღავს სითბო, ყური მიუგდო ფრინველთა ჭრიაქს, მოუსვენრობის შეგრძნება ითხოვს. აწყდება ჩიტი, ვით ქარი ანძას... ო, მუდამ მოსდევს ზამთრის ამ მოტივს, მოსალოდნელი ხიფათის განცდა. ცაში როდემდე ეკიდონ ფრთებით! განა უბრალო თავნება სურვილს, მფრთხალი ჩიტები ჩამოჰყავს ქვევით. გაფრთხილებულნი ათასგვარ ჭორით და მუდამ მანძილს იცავენ შიშით სიმშვიდესა და სიფრთხილეს შორის. |