კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 10:38

 

 

 

ცამ სარტყელივით შემოიზომა

შორი მთა, ვერცხლის ზარნიშიანი.

ისმის ცისფერი ჰაერის ტყდომა,

როგორც ატლასის ჩუმი შრიალი.

ღვარი გადმოსდის მნათობს გადახრილს,

მყინვარზე ცეცხლი რომ გააჩაღოს,

და ასარკული ზეცა თავს გვაყრის

ოქროს წისქვილის ნაფქვავ ბაჯაღლოს.

ლაჟვარდი მაღალ შადრევანს ჰფარავს,

შევცქერი, თვალის მოწყვეტა მიმძიმს,

ვხედავ ლურჯ მთაზე ღრუბლების ფარას

და მოოქროვილ ბეწვების ციმციმს.

გვიდგას ზამთარი დაუზამთრელი,

და ყინვა ხიდქვეშ უნდა ტიროდეს,

რადგან ანთია ასი სანთელი

მტკვრის აყვავებულ სანაპიროზე.

ნუშს მოუქარგავს შტო შარშანდელი,

მკერდზე კვირტები აჰფეთქებია,

რადგან ანთია ასი სანთელი

და ჩირაღდნები აღარ ჰქრებიან.

სავსეა ქუჩა სხივით, ყვავილით,

მზე არის გარეთ და მზეა შიგნით.

ელავს თბილისი ვეფხის ტყავივით,

როგორც რუსთველის გაშლილი წიგნი.

ყოველდღე ახალ სითბოს ვღებულობ,

იანვრის შუქით გარემოცული.

ჰაუ, სიცოცხლევ აყვავებულო,

რამდენი მზეა შინ შემოსული! 


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ