კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 06:30

 

 

 

რთველშია მთელი კახეთი,

ზეიმობს არემარეო.

მტევანი რაა, კუმპალიც

პირთან არ გავიკარეო.

ვერ მოვიცალე ჭამისთვის,

ვკრიფე და ოფლი ვღვარეო,

ზვარში ვიყავით ღამითაც,

სანამ გვიმზერდა მთვარეო.

ძილსაც კი გადავავიწყდი,

ერთხელ არ დავამთქნარეო.

თუმც დავიღალე, არ ვდარდობ,

ვნახე ზვრიანი მხარეო.

ბევრიც ვიშრომე და ბევრიც

ვილხინე, ვიხარხარეო.

რთველი რა კარგი ყოფილა,

ჰო, რარიგ გავიხარეო!

 

პოეზიის გვერდი • • •   პოეზია - ავთანდილ მეგრელიშვილი  • • • ავთანდილ მეგრელიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ