კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 05:11

 

 

 

მეფერება ნოემბრის მზე -

სუსტი, მილეული...

მიყვარს შუქი შემოდგომის,

მისი ტკბილეული.

დროც დამდგარა - მივეგებო

ქარიშხალის სისინს;

არ მაკვირვებს, არც მახარებს

წასვლა-მოსვლა მისი.

ეს ქვეყანა თვალის ერთი

დახამხამებაო,

შეხამება დილის მწუხრთან,

გაბმით წამებაო.

ცხოვრობს ხალხი, ყველა მის-მის

ღალას მისეული...

სმენ, ღრეობენ, აღარ მესმის

ხმა მამისეული.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ემზარ კვიტაიშვილი  • • •   ემზარ კვიტაიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ