კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 16:47

 

 

 

მწიფს მაყვალი მთაში,

შეთვალულა შინდიც...

და აგვისტო, სადღაც

მიჰქრის ფრინდი-ფრინდით.


აუსრულდა ნატვრა

მზეს - მხიარულ მხატვარს,

წვერწატეხილ ფანქრებს

ქარი უთლის სხარტად...


და რომ ყველა მისი

მადლიერი დარჩეს,

აფერადებს ირგვლივ

ტყეებს, მინდვრებს, ბაღებს.


რამდენჯერაც წატყდა

მწვანე ფანქარს წვერი,

მზემ იმდენჯერ გაჰკრა

ფოთლებს ოქროსფერი.


ყვითელს - აბა როგორ

შეეჯიბროს მწვანე?!

და მზე მზისფრად მოსავს

სათიბებს და ყანებს.


აგერ, მწვანე ნესვი

გააყვითლა ხელად.

ჰა, გულაბი მსხალიც

ქარვისფერად ელავს.


ყველას უნაწილებს

სითბოსა და ალერსს.

იცის, შემოდგომა

მოაკითხავს მალე.


და დაუსტვენს ტკბილად

სკოლის ლურჯი ჩიტი

და სექტემბრის დილაც

მოვა ფრინდი-ფრინდით.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გივი ჭიჭინაძე  • • •   გივი ჭიჭინაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ