1.
და მოაქვს სინი აკრძალულ ხილით. გაჰყვითლებია მზისაგან ქოში, გაყვითლებულა ჭალაში ჭილი.
მზე კი თვალებში მაღვრის ატროპინს. სანაპიროზე ქარი და ქარი ვიღაც ქარებზე მასლაათობენ.
ხელში უჭირავს ოქროს ჯაგანი, და თითქო ნანატრს ისმენდეს პასუხს - გაღიმებული დუმს მაჭანკალი...
ნიავი ჰყვება ნიავის ამბებს. ... ღამდება მერე, და ბადრი მთვარე დასაძინებელს არიგებს აბებს...
ბაჯაღლო მტევნის არ არის ტევა! სხვა ნაყოფისთვის აქეზებს ადამს სხვა სამოთხეში შესული ევა.
რათა გალობით შეცვალოს მოთქმა, და აჭიკჭიკოს ოქროპირ ენით ცოტა ხანს მაინც ადამის მოდგმა.
თივის ბულულზე გულაღმა ვწევარ, და სიზმრებიდან მესმის ძახილი: - ევაა! ევაა! ჰაი ევაა!...
ადამის ძმა ვარ... და ძუძუმტე ვარ... შეხსნია მკერდზე მესამე ღილი და ცალი ძუძუ მოუჩანს მტევანს... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ჭანტურიას პოეზია |