კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:20

 

 

 

ეს შემოდგომაც ჩათავდა

ფოთოლცვენით და ნისლით,

თუ მარტოობას დანებდით,

ვეღარაფერი გიხსნით.


თუ თოვლმა დაგიმარტოვათ,

არ აგამჩატათ ფიფქით

და ფიფქებს არ აედევნეთ

განცდებითა და ფიქრით.


სევდა იქნება სტუმარი

აალებული ბუხრის,

დაგიმორჩილებთ სიმშვიდე,

ტყვე შეიქნებით მწუხრის.


ეს შემოდგომაც ჩათავდა,

სევდამ დაგჯაბნათ მგონი,

აღარ ამოდის ბუხრიდან

ცეცხლის კვამლი და ბოლი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ