ასე ამბობს შემოდგომა
ყველაფერი შეიცვალოს,
გორაკებად აღიმართოს
აქეთ კალო, იქით კალო!
ჩურჩხელები მზეზე გაშრეს,
ლეღვის ჩირი მზეზე გაშრეს...
ხილეული, ტკბილეული
მთელი წელი ეყოთ ბავშვებს!
შემოდგომავ,
დაგებედოს
სიხარული ბევრზე ბევრი,
შენ ნამდვილი ოქრო ხარ და
მიტომაც ხარ ოქროსფერი.
|