მიფრინავენ!.. ზეცა მოანაღვლიანეს შემოდგომის მიწურულზე წეროებმა!.. დაუღლელი გზის გამკვლევი დაღლიათ და სამხრეთის ქარს მთელი მწკრივი ეწირება!..
ცის სილურჯეს აშავებენ და ყივილით შველას სთხოვენ აღარავის!.. ემძიმებათ დანისლული გზა-შარები, დიდი მთები - მარადისად ჭაღარები!..
და საფრენი არ ილევა!.. აკავებენ ამოვარდნილ გულებს მკერდით!.. მიფრინავენ და მიჰყვებათ გაფრთხილებად ჩამორჩენილ წეროს ბედი!..
არც იციან: ზეცის გზები გრძელდებიან, მოკლდებიან?.. შორს კი, შავ ზღვას ის წუთები ესიზმრება, ქარიშხლით რომ წეროები მოკვდებიან!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ზაურ ბოლქვაძის პოეზია |