ყვავებს შეუტევ, მიაყრი რისხვას, ყმუილს მორთავენ გარშემო მგლები, ფოთლებს დამაყრი შემოდგომის ხანს და ეს იქნება შენი ცრემლები.
მთვარე კრიალით გამოჰყავს ქაოსს, უთხარი: დიდხანს ნუღარსად წავა, და შენს ტოტების გარს იტრიალოს.
რა ჭირად უნდა დარდების თხრილი. ქარში რაღაცას წაიბუტბუტებ და საცოდავად დაიწყებ ტირილს.
თხუნელა კუბოს მიარტყამს კვინიხს. შეეშინდება მოხუც მაცხოვარს და ფაშარ ლოცვებს კუნჭულში იტყვის.
იტყვის სოფელი ერთ სისხამ დილით - „აქ ხე მარხია პოეტის გვამით სახადშეყრილი და მოთენთილი“. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო სამადაშვილის პოეზია |