ბაღებს გაზიდავს ყრუ შემოდგომა, ტყე ჟინჟღლს მოიმცრევს დილაადრიან. ქართულ წისქვილის კარს მოადგება წვერგაჯენჯილი დინჯი ანდრია.
გახედავს ოჩხრებს, ჯანგრებს, ჭიუხს. წაიბუტბუტებს ათასჯერ ნათქვმს და ხელისგულზე დაბერტყავს ჩიბუხს.
დაუსრულებელს, როგორც მდინარე. ძაღლი შეჰყეფავს ვიღაც წინაპარს და თვალს გაახელს ხარი მძინარე.
შავი, ბუღრია, ვით ჯოჯოხეთი, შეხვალ, გეტყვიან: - სად დაითვერი, მადლობა გამჩენს, რახან მოხვედი.
წნორი ალაზანს შესვამს ფესვებით. მთვარის სინათლე გაგიჭრის საფლავს მოჩარდახებულს თეთრი ფრესკებით.
ლოცვებს ვთვლით, მაინც ვუბედურდებით. კაცივითოხრავს ჩარხი წისქვილი, ჭერი სავსეა აბლაბუდებით.
თვალებს დავხუჭავთ, რა ვუყოთ ყურებს! ჩამორეკილნი ბოლნისის მზვარად ვგავართ დაღრეცილ მინიატურებს.
ანდრიას სახეს შეამხვრევს ბინდი, შენ სიმს ყურთმაჯში ფრთხილად გამოჰკრავს და ეს იქნება ჰანგების მინდი.
სენც დაიღლები, მარად რომ სძგერდი, დაუკრავ ჩონგურს და ეს ოხერი, დიდხანს იცეკვებს შეშლილი ღმერთი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო სამადაშვილის პოეზია |