კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 04:48

 

 

 

სიცივემ ნაძვებს ძონძი გახადა,

მოვიდა ნელი ქარვის ფერები.

მკრთალმა მზემ ჭაობს გადაახატა

გაყვითლებული ალვის ღერები.


სულში სიმშვიდე არის ისეთი,

თითქო დროებით ართმევს დროებას

ამ შემოდგომის სიმაისეთი

მოცემულ სითბოს და მყუდროებას.


ჩამოყვითლდა, გაიცრიცა ბაღი,

აღარ არის ყვავილების თაღი,

ატივტივდა ფერდობებზე ნისლი,

ველად ყვირის ხარირემი ლაღი.


დაიჭექა სადღაც თოფმა რისხვით,

ხრიოკიდან წამოვიდა სისხლი.

აღარ ჰყვირის ხარირემი ლაღი.

ატივტივდა ფერდობებზე ნისლი.

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ