კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:26

 

 

 

დამთავრდება ეს ზაფხულიც მალე

გადაპენტავს ფიქრებსა და შფოთვას,

გადაივლის კიდე ერთი ღამე

აღსრულდება ისევ მავანთ ლოცვა...


შემოდგომა ჩამორეკავს ზარებს

გამოკრთდება ცაზე დიდი მთვარე,

გლეხი კაცი მის ნაშრომს და ნაჯაფს

ჩაჰღიღინებს სევდიანად მოთქვამს...


უკვე იწყებს ეს ფოთლებიც თოვას

მალე უკვე ეს ზამთარიც მოვა,

გადახმება ეს ბალახიც მწარედ

დაიწყება ყვავილების გლოვა...


შემოდგომის ნისლი ტირის მთებში

ჭაღარაც კი შემერია თმებში,

მომენატრე უსაშველოდ მცივა

გელოდები ამ ჭადრებთან დილას...


გაფრინდება ეს ცხოვრებაც მალე

თან წაიღებს რაც გამაჩნდა ცრემლად,

გათენდება ისევ ბნელი ღამე

აღსრულდება ისევ ჩემი ლოცვა...

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ