კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:14

 

მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი

 

მე დამესიზმრა შემოდგომა მინებს ნადენი,

იქ შენ ილხენდი მეგობართა მხიარულ წრეში,

და ჩემი გული ციდან ისე, ვით შევარდენი,

შენს ხელისგულზე ეშვებოდა ველური გეშით.


მაგრამ დრო მაინც მიდიოდა ყრუ და ბებერი,

და განთიადი მოავლებდა ვერცხლის მაქმანებს

მინებს სარკმლისას, რომლებზედაც თვით სექტემბერი

სისხლიან ცრემლებს მიმოაფრქვევს და მიაქანებს.


მაგრამ დრო მაინც მიდიოდა. მყიფე და თხელი,

როგორც ყინული, იმსხვრეოდა სავარძლის ფარჩა.

უცებ დადუმდი და სიზმარი, ისე ვით ძველი 

ზანზალაკის ხმა მიყუჩდა და სადღაც შორს დარჩა.


მე გამოვფხიზლდი. წამოვდექ და სარკმელთან მდგარი,

გავცქერ შორეთს და ბინდში, ვხედავ, თუ როგორ არყევს 

და ვით ურმიდან თივის ღერებს, იტაცებს ქარი

ხეებს და ცაში მიაგელვებს გზისპირა არყებს.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ