რტოს მოაშორებს სიმწიფის ბედი, დაგორდება და ვაზებს ჩაუვლის, - ბალღებში ყველას გაუსწრებს ერთი, რომ ხელში იგდოს თურაშაული.
მზეც ძველებურად არ იკბინება და უელვარებთ სავსე ტაროებს ნამით ნაფერი ოქროს კბილები.
სადღაც საყანედ ახოებს ჭრიან და გაბმულ ყეფას აგებებს ძაღლი ორღობეებში ურმების ჭრიალს.
აღუღუნდება გიტარის სიმი... დაიხმარებენ ნაცნობ-მეზობლებს და მთელი ღამე არჩევენ სიმინდს.
ნარიყალა და მორები ფიჭვის, ზამთრით ბუხარში გააჩენს ხანძარს, ოცნებასავით ნელ-ნელა იწვის.
უზარმაზარი საწნახლის ქშენა, ააქაქანებს სახლის წინ ქათმებს და ხვამლის მთისკენ მიფრინავს ძერა.
ობობა ქსელებს აბამს და ლამბავს, და სარეკელას მადლიან ენით წისქვილი ჰყვება მოსავლის ამბავს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |